воскресенье, 20 декабря 2009 г.


1. პროექტის სახელი: " ხალხური პოეზიის მარგალიტები"
2. პროექტის მოკლე აღწერა:პროექტი ხელს უწყობს მოზარდ თაობას გააცნობიეროს ეროვნული კულტურა,როგორც ცვლილებებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.მოიძიოს ხალხური პოეზიის მარგალიტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
3. პროექტის სრული აღწერა:საქართველოს ყველა კუთხის უკეთ გაცნობის მიზნით მოსწავლეები წარადგენენ კლასის წინაშე საკუთარი კუთხის ისტორიას, ლეგენდებს, ლექსებს, ხალხურ თამაშობებს...
4. მონაწილეთა ასაკი: 13 წელი
5.ვადები/ხანგრძლივობა: ივნისი-სექტემბერი

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: 1.მოსწავლე წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე მის მიერ მოძიებულ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული ხალხური მარგალიტების შესახებდასაგანგებოდ ქმნის შესაფერის ვიზუალურ მასალას;2. მსჯელობს იმის შესახებ, მოეწონა თუ არა (და რატომ)თანაკლასელის მიერ მოძიებული მასალა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლე ეცნობა თავისი კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას, უზიარებს მას თანატოლს; ხდება ინფორმაციის შევსება, ხალხური ზეპირსიმეტყველების გამდიდრება ლექსებით, იგავებით,ზღაპრებითა და ლეგენდებით. ბლოგის დახმარებით შესაძლებელია ამ ინფორმაციის ერთად თავმოყრა.დიქტაფონი , მობილურის ან ციფრულის გამოყენებით ხდება ინფორმაციის ჩაწერა.
8. სარგებელი სხვებისთვის:ბლოგში თავმოყრილი მასალის საშუალებით შეიქმნება მდიდარი საინფორმაციო ბანკი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისათვისა და დაინტერესებული პირებისათვის. ეს კი ხელს შეუწყობს კომუნიკაციის უნარჩვევების განვითარებას.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი:ჩამოუყალიბოს მოსწავლეს დამოუკიდებელი,შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;შეძლოს ლიტერატურის მნიშვნელობების გააზრება ადამიანური გამოცდილების სხვადასხვაგვარი გამოვლენის (შემეცნებითი, შემოქმედებითი და ეთიკური)განვითარებისათვის.
11. პროექტის ფასილიტატორი: ნანა ბაზალი
12. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nana.bazali@gmail.com
13. პროექტის ფორუმი:
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.nana-bazali.blogspot.com

суббота, 19 декабря 2009 г.


გაზაფხულის საღამოა მშვიდი
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...
სული საზღვარს გადასცდება ფრენით
ისევ მახსოვს მისამართი შენი.